დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან პირველ სამ თვეში, რუსეთმა იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე.
დაზვერვაში აცხადებენ, რომ დაბალი დონის ცუდმა ტაქტიკამ, შეზღუდულმა საჰაერო დაფარვამ და სარდლობის მიდგომამ, სიკვდილის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია.
ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ოკუპანტთან წინააღმდეგობის გამო, მოსალოდნელია რუსეთის მსხვერპლის გაზრდა.
"რუსულმა საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ მგრძნობიარეა ომის დროს სამხედრო დანაკარგების მიმართ, რადგან სამხედროების დანაკარგი ზრდას განაგრძობს. საზოგადოების უკმაყოფილება ომით და ამ უკმაყოფილების გაჟღერების სურვილი, შეიძლება გაიზარდოს", - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში.