ოკუპაციის თვალნათელი სიმბოლო, სიმბოლო გმირობისა და გაუტეხლობის - ყველასთვის საყვარელი მავთულხლართებით გახლეჩილი საქართველოს სახე დათა პაპა. კაცი, რომელიც არ დანებდა რუსულ ოკუპაციას, არ დატოვა სახლ-კარი და სიცოცხლის ბოლო წამებამდე საკუთარ, რუსების მიერ ოკუპირებულ სახლ-კარში დარჩა. ახლა დათა პაპას სახლში მისი ცოლი, ვალია ბებო ცხოვრობს. მარტო რუსი ოკუპანტების პირისპირ. დათას ანდერძის შესაბამისად არც მისი ცოლი აპირებს დატოვოს სახლი, რომელიც 2008 წლის შემდეგ სამაჩაბლოს მიტაცებულ ნაწილშია დარჩენილი - შაბათის ფორმულას სიუჟეტი.
დათა პაპა, ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო - შაბათის ფორმულა
26 მარ 202220:22
3 წუთის საკითხავი