logo
ENG



დაიერი: მონიტორინგს გავუწევთ ქართული ოცნების მიერ კანონის გამოყენებას

26 ივნ 202408:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/26/vcq589zjk1jkvta.jpg

ტრეფიკინგის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სინდი დაიერის თქმით, ვაშინგტონი მონიტორინგს უწევს ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონის გამოყენებას, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში გამართულად ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეთ. ამის შესახებ დაიერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

"ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ მნიშვნელოვან საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებზეც ჩვენ ვეყრდნობით, ფუნქციონირების მხრივ პრობლემები შეეხებათ, მაშინ ჩვენ აუცილებლად თვალყურს ვადევნებთ მიღებული ნებისმიერი კანონის შედეგებს", - თქვა მან.

მისი თქმით, კანონის მიღებამ აშშ-ში შეშფოთება გამოიწვია და ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი კანონის ეფექტები მხოლოდ შემდეგ წლებშიღა ხდება აშკარა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიყავით უცხოელი აგენტების მსგავსი კანონის მიღებამ. ამ ეტაპზე ჩვენ მას თვალყურს ვადევნებთ. ზოგჯერ TIP-ის ოფისში ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ შესაძლოა მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება შეშფოთებაც გამოვთქვათ, მაგრამ ამ კანონის ზემოქმედება ან ამ კანონის ეფექტები არ ჩანს მომავალ წლამდე", - განაცხადა დაიერმა.


close დახურვა