ამერიკული ავიამზიდის, თეოდორ რუზველტის კაპიტანი ბრეტ ქროზიე მეზღვაურებმა ბორტიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.
კროზიე თანამდებობიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სარდლობა მეზღვაურების მოსალოდნელი დაინფიცირების შესახებ გააფრთხილა. წერილში ავიამზიდის მეთაური წერდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბორტზე დაუყოვნებლივი ზომების მიღება იყო საჭირო, რადგან საფრთხის წინაშე დგებოდა ქვეყნის მთავარი აქტივი - სამხედროები.
მისი პროგნოზი გამართლდა, და კორონავირუსი მართლაც დაუდასტურდა 137 სამხედროს. ამის გამო, ავიამზიდის ეკიპაჟი ბორტიდან ჩაიყვანეს და კარანტინში მოათავსეს.