logo
ENG



დაიხურა მარნეულის უბანი, სადაც საარჩევნო ყუთში ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს

26 ოქტ 202413:19
3 წუთის საკითხავი
 

დაიხურა მარნეულის N69 საარჩევნო უბანი, სადაც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა.

უბანზე ხმის მიცემა შეწყვეტილია.

არსებული ინფორმაციით, კონვერტები მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩატენა. ის ადგილზე აღარ იმყოფება.

ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

ამავე უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებელს, რომელიც დარღვევას იღებდა. 

მარნეულის ოლქში სულ 81 საარჩევნო უბანია, საიდანაც მხოლოდ 41 უბანზე მოქმედებს ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა.


close დახურვა