ბათუმში ახალი მოწვევის გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დას სიტყვა არ მისცეს, ახალციხეში კი წუთიერი დუმილს არ შეუერთდნენ. დღეს საკრებულოები შეიკრიბა, რასაც პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია.
პროტესტი და დაპირისპირება იყო თითქმის ყველგან. შვიდ ქალაქში თავმჯდომარეები დღეს ვერ აირჩიეს. ხმაური იყო ზუგდიდში, ოზურგეთში. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მაინც ბათუმი იქცევდა.