logo
ENG



დაკავებული წულუკიძის მამა ამბობს,რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

15 აპრ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუმათჰესთან გამართული აქციის დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 6 პირი, ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები ბათუმში დააკავეს.ერთერთი დაკავებულის, ფირუზ წულუკიძის ოჯახის მტკიცებით, მათ პროვოკაცია მოუწყვეს. მამა, დავით წულუკიძე ამბობს, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. 


close დახურვა