ისანში ქალი და კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა გამოიყენა. გიორგი გელაშვილი დაკავებული არ არის.
ფორმულას ინფორმაციით, გელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კურსელია. სროლამდე კონფლიქტი გელაშვილის ძმასა და მეზობლებს შორის დაიწყო. ორივე ძმა ოცნების მხარდამჭერია, მაგრამ მმართველ გუნდში დღეს მათთან ნაცნობობასაც უარჰყოფდნენ.