logo
ENG



დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობა - შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია

10 ივლ 202013:21
3 წუთის საკითხავი
clock 3082
44gsapdvq3zwjxt.jpg

„სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა", - შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  განცხადებას პროკურატურა აქვეყნებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

„სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი“, - წერია განცხადებაში. 

ხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პირველადი ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვდა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


close დახურვა