logo
ENG



დამნაშავე პოლიცია - შაბათის ფორმულა

20 ივლ 202420:07
3 წუთის საკითხავი
 

რა მოხდა 19 ივლისს, გამთენიას ყაზბეგის გამზირზე და რატომ გადაუკეტა გზა მოტოციკლით მოძრავ ახალგაზრდას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. რა მიზეზით მოსთხოვეს მას გაჩერება და რატომ შეუქმნეს მის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე გზის გადაკეტვით. ამ კითხვებს არავინ პასუხობს, პროკურატურამ მხოლოდ მცირე განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ახალგაზრდა კაცი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას და საპირისპირო მხრიდან მომავალ სხვა ეკიპაჟს შეეჯახა. თუმცა პროკურატურის განცხადებისგან განსხვავებით საპირისპიროს ამტკიცებს ის ვიდეო მასალა, რომელიც ავარიის დილით, სოციალურ ქსელში გავრცელდა.  ვიდეო აქამომდის აქტივისტმა - გიკა მოდებაძემ გადაიღო. ის შემთხვევის ადგილზე შეჯახებიდან მალევე მივიდა.


close დახურვა