logo
ENG



დამოუკიდებლობის აქტი და ისტორიული შანსი

26 მაი 202220:58
3 წუთის საკითხავი
 

1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება, 1918-1921 წლებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 70 წლის შემდეგ ქვეყანამ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რომელიც სამი ათეული წელია ცოცხალია.

ახლა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიული მომენტია. უკრაინაში ომი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსაც უმნიშვნელოვანესი დრო უდგას, როცა ქვეყანამ საბოლოოდ უნდა დააღწიოს თავი რუსეთს და თავისი დასავლური გზა განამტკიცოს.

 

close დახურვა