დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისშიც აღნიშნავენ. ქალაქში სიმღერისა და ცეკვის საელმწიფო ანსამბლებმა საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულეს. ღონისძიბა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაციის თანხლებით მოეწყო. ბაგრატის ტაძრის ეზოში დღეს ასევე იგეგმება ქუთაისის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და კაპელას მინიკონცერტი, სადაც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გახლავთ მნიშვნელოვანი თარიღი. ამაყი ვარ, რომ ქუთაისი თავისი ისტორიულ წარსრულით ყოველთვის წარმოადგენდა ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ამ ქალაქში ყოვეთვის იგრძნობოდა დამოუკიდებლობისთვის და განვითარებისთვის ურყევი ნების არსებობა“,-აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია.