logo
ENG



დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნად ქუთაისში სამხედრო ღონისძება გაიმართა

26 მაი 202011:39
3 წუთის საკითხავი
 
gog5ve94698jqub.jpg

26 მაისის აღსანიშნავად ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ღონისძიება გაიმართა. ქვედანაყოფის მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ასევე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 60-მდე წარჩინებულ სამხედროს უწყებრივი მედლები გადაეცა. დღესვე გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი. მესამე ბრიგადის ბაზაზე ქართული წარმოების დიდგორი და ჯავშან ტექნიკა იყო წარმოდგენილი.

 


close დახურვა