logo
ENG



დანიგანი: ორიენტირებული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაში

21 თებ 202414:37
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.

დანიგანის თქმით, სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ის ამბობს, რომ აშშ მჭიდროდ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციას, ქართულ ოცნებასთან და ცესკო-სთან, რათა პროცესი თავისუფალი და სამართლიანი იყოს.

"მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში", - ამბობს რობინ დანიგანი. 


close დახურვა