სროლის ხმა ისმოდა ლონდონის ცენტრში. დანით შეიარაღებული მამაკაცი ხიდზე გამვლელებს დაესხა თავს.
წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 5 ადამიანი. სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს. გამოძიება ტერაქტის ვერსიაზე მუშაობს.
ლონდონის ხიდი და ცენტრალური ქუჩები ამ დრომდე დაკეტილია. მომხდარის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებიდან ხალხის ევაკუაციაც განხორციელდა.