logo
ENG



დანილოვი: არ გვაქვს საკმარისი საშუალება იმ იარაღის გასანადგურებლად, რომელსაც რუსეთი იყენებს

21 ივლ 202320:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/4gugaup1ys4q3k6.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინას არ აქვს საკმარისი საშუალება იმ იარაღის გასანადგურებლად, რომელსაც რუსეთი იყენებს.

"სამწუხაროდ, არ არის საკმარისი საშუალებები იმ სახის იარაღის გასანადგურებლად, რომელსაც რუსეთი იყენებს. პრეზიდენტის დავალებაა, დავიცვათ პორტები. ვმუშაობთ, რომ დავაჩქაროთ საჭირო ტექნიკის მიწოდება. მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლადაც ვაწარმოებთ ასეთ იარაღს, მაგრამ ეს რუსეთის შეტევებისგან 100%-იანი დაცვის გარანტიას არ გვაძლევს", - ამბობს დანილოვი.

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".

ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის პორტზე თავდასხმები გააძლიერა. ოდესაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხალხის დაცვა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაავალა.

21 ივლისის ღამით რუსმა ოკუპანტებმა კალიბრის ტიპის რაკეტებით ოდესის სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე იერიში მიიტანეს. უკრაინის ოპერაციული სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია გუმენიუკი ამბობს, რომ რაკეტები მოხვდა მარცვლეულის საწყობებსა და შენობას, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ინახებოდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.


close დახურვა