უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, არჩევნების შემდეგ პუტინი რუსეთში ტოტალურ მობილიზაციას დაიწყებს.
"მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთში ავტორიტარული რეჟიმი საბოლოოდ "დაცემენტდება" და კრემლი თავის სამხედრო პოტენციალს გამოიყენებს, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე. უკრაინას და მსოფლიოს ამისთვის მოსამზადებლად ოთხი თვე აქვს.
რუსეთის სტრატეგიული მიზნები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება უკრაინულს. ეს არის უკრაინის სახელმწიფოს ნგრევა და უკრაინული ეთნიკური ჯგუფის შთანთქმა "რუსული სამყაროს" ფარგლებში. კრემლი ამ მიზნის დათმობას არ აპირებს და ხანგრძლივი ომისთვის ემზადება", - ამბობს დანილოვი.
მედიის ინფორმაციით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტსაა დაგეგმილი. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი „ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმერ პუტინია“.