logo
ENG



დანილოვი: ბახმუტის ნაწილი კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა

24 მაი 202316:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/24/zbs2mgz0k5b4kv3.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ბახმუტის ნაწილი კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

"თუ მათ [რუსებს] სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია.

ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროების დიდი რაოდენობა დაიღუპა. არა მხოლოდ ვაგნერელები, არამედ სპეცრაზმელები, მედესანტეები და რუსეთის არმიის სხვა შტოების წარმომომადგენლები. განადგურდა დიდი რაოდენობით [სამხედრო] ტექნიკა და დახარჯეს უზარმაზარი საბრძოლო მასალა", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის ცნობით, ბახმუტის რეგიონში, საომარ მოქმედებებში ამჟამად 40 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი მონაწილეობს. მისი თქმით, მტერი ყოველდღიურად განიცდის ზარალს ამ მიმართულებით, საუბარია 100-ზე მეტ მოკლულზე და ამდენივე დაჭრილზე.  


close დახურვა