logo
ENG



დანილოვი: განადგურებულია კადიროვის ელიტური დაჯგუფება, რომელსაც ზელენსკის მოკვლა უნდოდა

01 მარ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/i79z01jh3l6fpkm.jpg

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია კადიროვის "ელიტური" დაჯგუფება, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა.

"სპეცოპერაცია, რომელიც უშუალოდ კადიროველებს უნდა ჩაეტარებინათ ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის, ჩვენთვის გახდა ცნობილი. შემიძლია გითხრათ, რომ [რუსეთის] უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომელთაც არ სურთ ამ სისხლიან ომში მონაწილეობა. ამის დამსახურებით, შემიძლია გითხრათ, რომ განადგურებულია კადიროვის კონკრეტულად ის ელიტური დაჯგუფება, რომელიც აქ გამოემგზავრა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის", - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ეს დაჯგუფება ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი გოსტომელში აიყვანეს, ხოლო მეორე "მიზანშია ამოღებული".


close დახურვა