logo
ENG



დანილოვი: ზელენსკის ლიკვიდაციის 5 მცდელობა იყო, ბოლო 7 მარტს, რუსებისთვის ეს გეგმა #1-ია

14 აპრ 202222:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/171ph02niazpdh8.jpg
ფოტო: BBC

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას ჯერ კიდევ 22 თებერვალს გეგმავდა და მისი მთავარი მიზანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაცია იყო.

როგორც დანილოვმა BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, "გეგმა იყო საკმაოდ მარტივი და თავხედური".

"პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ლიკვიდაცია. ეს რუსებისთვის ნომერ პირველი საკითხი იყო, და ამ მიმართულებით იყო რამდენიმე მცდელობა. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ 22 თებერვალს, დაახლოებით 19:20 საათზე ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ უახლოეს დროს ეს შესაძლოა მოხდეს. შემდეგ იყო კიდევ 4 მცდელობა. ბოლო იყო 7 მარტს - მაშინ მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისგან, დაზვერვისგან, რომ იგეგმება ასეთი ოპერაცია... მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტის დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას, რომელიც იცავს სახელისუფლებო კვარტალს და ასევე მადლობა ყველა სამხედროს", - აღნიშნა დანილოვმა.


close დახურვა