logo
ENG



დანილოვი: მარტში იანუკოვიჩი მინსკში გაფრინდა, რათა კიევის აღებას დალოდებოდა

05 იან 202312:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/yakf3cfncevp05j.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მარტში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაფრინდა, რათა კიევის აღებას დალოდებოდა.

დანილოვი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის ხელჩი ჩაგდების ორი გეგმა მოამზადა. მისი თქმით, პირველი ეტაპი იყო მარცხენა სანაპიროს და კიევის აღება, შემდეგ კი დაიგეგმა უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის ლვივის აღება.

"კიევის აღების შემდეგ, რუსებს 19 დღეში უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის ლვივის აღება სურდათ", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა