logo
ENG



დანილოვი: მცდარია ინფორმაცია, რომ ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

31 აგვ 202317:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/gi8u203qkyfum00.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, რომ ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

"დასავლელი ჟურნალისტების მონაცემები იმის შესახებ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ჯარი სულაც არ არის ამხელა, რომ 70 000 სამხედროს დანაკარგზე ვისაუბროთ.

2022 წლის 24 თებერვლიდან ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა პროცესს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ავრცელებენ ჟურნალისტები ასეთ დეზინფორმაციას ჩვენი დანაკარგების შესახებ", - ამბობს დანილოვი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 263 020 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა