უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი.
"თუ ჩავთვლით უკვე განხორციელებულ მსხვილ შეტევებს, მაშინ მაქსიმუმ 2-3, შესაძლოა, 4 შეტევა დარჩათ. მაგრამ მაშინ ისინი რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ მინიმუმ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
დანილოვის თქმით, ლიმიტი, რომელიც რეგულაციების მიხედვით უნდა დაეცვათ, უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ გადალახეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსებს მეტ-ნაკლებად საკმარისი S-300 რაკეტები აქვთ თავიანთ არსენალში.
16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი, უკვე მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 70 საკრუიზო და 4 მართვადი საჰაერო რაკეტა გაუშვეს, აქედან 60 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.