logo
ENG



დანილოვი: რუსეთს არ აქვს შანსი, რომ სამხედრო გზით დაგვამარცხოს

02 სექ 202313:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/02/o1vrton4jqcqyl4.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთს არ აქვს შანსი, რომ უკრაინა სამხედრო გზით დაამარცხოს.

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ ერთი, რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს და მეორეც, გამარჯვება ჩვენი იქნება. მესამე, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ ტერიტორიას. ერთადერთი საკითხია დრო. ეს ასევე დამოკიდებულია იარაღის მოწოდებაზე პარტნიორებისგან", - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

დანილოვის თქმით, მოკავშირე ქვეყნებიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება და იმის მტკიცება, რომ მიწოდება შეწყდება ან უკრაინას "მიატოვებენ", რეალობას არ შეესაბამება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ერთადერთი მიზანი აქვს - უკრაინის შიდა დესტაბილიზაცია.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ისინი [რუსები] სამხედრო გზით ვერ შეასრულებენ თავიანთ ამოცანებს, რომლებიც 24 თებერვლამდე დასახეს და ამიტომ, შიდა დესტაბილიზაციის გზით ცდილობენ ამ საკითხების მოგვარებას", - ამბობს დანილოვი.


close დახურვა