logo
ENG



დანილოვი: უკრაინული ძალების კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული

11 აპრ 202313:57
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინული ძალების კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც არ არის საკმარისი.

ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი", - თქვა დანილოვმა.

გუშინ, დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავისი ვადა ამოწურა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსმა დიქტატორმა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა სწორედ მაშინ დაუშვა, როდესაც უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.


close დახურვა