logo
ENG



დანილოვი ოდესის დაბომბვაზე: უკრაინას სათანარო რეაგირება ექნება

23 ივლ 202311:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/23/e21sb5asss977ph.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ოდესაში მომხდარ თავდასხმაზე უკრაინას სათანადო რეაგირება ექნება.

"რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი ოდასასა და რეგიონზე არის უკრაინის შავ ზღვაზე გასასვლელის სრული იზოლაციის მცდელობა და დაშინების გზით "მარცვლეულის დერეფნის" ფუნქციონირების აღდგენის საერთაშორისო ძალისხმევის აღკვეთა და განეიტრალება.

[პუტინის] გეგმა არის მსოფლიოს დაჩოქება და რუსეთის გადაქცევა მარცვლეულის უნიკალურ მიმწოდებლად. "ენერგეტიკული ზასახელმწიფოს" ჩავარდნის შემდეგ, პუტინს სურს გახდეს "მარცვლეულის ზესახელმწიფო". უკრაინას ესმის და აცნობიერებს ამ განზრახვებს, რაზეც სათანადო რეაგირება ექნება", - ამბობს დანილოვი.

ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა". ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ოდესის პორტზე თავდასხმები გააძლიერა. მომხდარი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხალხის დაცვა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაავალა.


close დახურვა