უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ცნობით, ბახმუტში რუსეთის დანაკარგები უკრაინისას 7.5-ჯერ აღემატება.
დანილოვის თქმით, ბახმუტში 6-თვიანი შეტაკებების შემდეგ რუსეთმა 23 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
ამის შესახებ დანილოვმა იტალიურ გამოცემა Corriere-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"1-ლი სექტემბრიდან, როცა მოსკოვმა დაიწყო ახალწვეულების გამოყენება ბახმუტში მებრძოლებად, 22 816 სამხედრო დაიღუპა. ჩვენი დანაკარგები 7.5-ჯერ ნაკლებია. არ გვაქვს უფლება დავთმოთ ჩვენი ქალაქები" - განაცხადა დანილოვმა.
უკრაინის მონაცემებით, რუსეთმა 2022 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე უკრაინაში 160 000 სამხედრო დაკარგა.