logo
ENG



დაპირებებსა და პრეზენტაციებში გაფლანგული ხალხის ფული

09 აგვ 202220:00
3 წუთის საკითხავი
 

საქმის ნაცვლად, დაპირებები და ახლა დაპირების პრეზენტაცია, რომელიც მოქალაქეებს 180 ათასი ლარი დაუჯდა. წყალტუბოს აყვავების პირობა ბიძინა ივანიშვილმა სამი წლის წინ დადო, მაგრამ გაკეთებული ჯერ არაფერია. 22 სასტუმრო ისევ ხავსშია გახვეული. სამაგიეროდ სახელმწიფომ ბიუჯეტით გამოისყიდა წყალი, რომელიც კურორტის განვითარებისთვისაა საჭირო და ახლა ხელისუფლება ინვესტორს ეძებს. ეს ინვესტორი ივანიშვილი უნდა ყოფილიყო. სამი წლის თავზეც ადგილობრივებს, კეთილდღეობის ნაცვლად, მთავრობამ წყალტუბოს განახლების მორიგი პრეზენტაცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლებისა და მოწვეული სტუმრების მხოლოდ კვებაში მოქალაქეების გადასახადიდან 25 ათასი ლარი წავიდა.


close დახურვა