ავჭალაში კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს მოხდა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კონფლიქტში მონაწილე პირი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.