logo
ENG



დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში

28 ნოე 202320:17
3 წუთის საკითხავი
 

პარტიული არჩევნები 2025 წლამდე არ იქნება, საკითხი დახურულია - ასეთია ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის გამოხმაურება მოწოდებებზე. ჯერ გიორგი მუმლაძემ თბილისში, შემდეგ კი მიყოლებით რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა რეგიონებიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მიმართვის ავტორები პასუხისმგებლობას სწორედ ხაბეიშვილს აკისრებენ, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობას კი მიაჩნია, რომ დღევანდელი მოწოდებები ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ორკესტრირებული კამპანიაა პარტიის წინააღმდეგ.

 


close დახურვა