ქობულეთში, სადაც მოქალაქეები პრორუსული, ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოს ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ, დაპირისპირებაა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
აქციის მონაწილეები მშვიდობიან მსვლელობას მართავდნენ ცენტრალური გამზირიდან ალტ-ინფოს ოფისამდე, სადაც უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. მათ მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე ჩაამსხვრიეს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის შუშა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, პოლიციამ მოძალადე ადამიანების ნაცვლად, აქციის მონაწილეები დააკავა.
"ვიდექით გვქონდა მშვიდობიანი პროტესტი, სადაც ბავშვებიც არიან, მოვიდნენ ვიღაც ტიპები და დაერივნენ პატარა ბავშვებს. ჩემი ძმა დააკავეს, არ ვიცი რის გამო. ჩვენიანები დააკავეს, როცა მოძალადე ჯგუფები დათარეშობენ ქალაქში", - ამბობს აქციის მონაწილე.