logo
ENG



დაპირისპირების ზღვარზე

27 დეკ 202220:32
3 წუთის საკითხავი
 
კოსოვო და სერბეთი კვლავ დაპირისპირების ზღვარზე. რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, სერბეთმა არმიის საბრძოლო მზადყოფნა უმაღლეს დონემდე გააძლიერა. კოსოვოს ხელისუფლება ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში ეთნიკური სერბების მიერ აღმართული ბარიკადების აღებას ჯერ NATO-ს სამშვიდობო ძალებს სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ ამას თავად გააკეთებს. ევროკავშირი მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

 


close დახურვა