პარტია „გირჩი“ მათი წევრისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ორგანიზაციაში დღეს ღუდუშაურის კლინიკაში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლითაც დასტურდება, რომ პარტიის მმართველი საბჭოს წევრს, იმედა კლდიაშვილს 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს, სახის ძვლები ჩაუმტვრიეს. შეგახსენებთ, რომ კლდიაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლითაა აღძრული.
„ფარებს რომ მივაწექი, აღმოვჩნდი სპეცნაზმს შორის და მაგ დროს მომხვდა ორი მუშტი და მერე გავითიშე. ნამდვილად არ ვაპირებდი ხმაურიანად ჩემს სასამართლო პროცესს, მაგრამ რადგანაც ასე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტი დაზიანება მე მივიღე, აუცილებლად მოვითხოვ დაზარალებულის სტატუსს და შესაბამის პროცესებს გავივლი ჩემს იურისტებთან“, - განაცხადა კლდიაშვილმა.