უკრაინის ბავშვთა უფლებების კომისარმა დარია გერასიმჩუკმა დალოსში გამართულ მსიოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ომის დროს რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი 125 ბავშვის ქვეყანაში დაბრუნება შეძლეს.
"ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული თითქმის 14 ათასი ბავშვის მონაცემების იდენტიფიცირება და გადამოწმება და, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათგან მხოლოდ 125-ის სახლში დაბრუნება მოვახერხეთ."- განაცხადა დარია გერასიმჩუკმა.
* * *
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 453 ბავშვი დაიღუპა, 877 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.