მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კილომეტრზე დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გადავარდა - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილი იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური", - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.