logo
ENG



დარღვევები, ძალის გადამეტება და მიკერძოება - DRI საპროტესტო აქციებს დააკვირდა

04 თებ 202009:44
3 წუთის საკითხავი
 

დარღვევები, ძალის გადამეტება და მიკერძოება - DRI საპროტესტო აქციებსა და ამ აქციების შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესებს დააკვირდა.

„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ მონიტორინგის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები 31 დეკემბერს აქციის დროს გამოიკვეთა.

დამკვირვებელთა შეფასებით ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან მიკერძოებას, ძალის გადამეტებას და უმოქმედობას, ასევე საუბარია მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და სასამართლოზე პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებების შეუსაბამობაზეც.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა რაც გამოიკვეთა იყო ის, რომ დაკავებულთა სასამართლო პროცესებზე, როგორც მოწმეების ასევე პოლიციელთა ჩვენებებში გამოკვეთა, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლოა გადააბიჯა საკუთარ უფლებამოსილებას და გამოიყენა ძალა დემონსტრანტთა მიმართ, გაიტანა მათი კუთვნილი ნივთები საპროტესტო ტერიტორიიდან და ამით პოლიციის ფუნქციები შეითავსა. სასამარტლო პროცესების მონიტორინგის შედეგად გმაოიკვეთა, რომ ძირითადად ეს მასალები შედგენილი იყო შაბლონურად“, - განაცხადა „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის“ იურისტმა გიორგი წიქარიშვილმა.


close დახურვა