logo
ENG



დარჩიაშვილი: ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობების ხასიათის განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით

20 ოქტ 202313:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/eyrgsgnk5jazl94.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ჩინეთის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების "ხასიათისა და მიმართულებების" განმსაზღვრელი ვერ იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა.

"ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან, კონკრეტულად კი რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს", - ამბობს ის. 

დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ 2023 წლის ზაფხულში გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზე საუბრობს და ამბობს, განცხადების "დეკლარირებულ მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას" და "არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს".

 


close დახურვა