logo
ENG



დარჩით სახლში - ესაა, რაც უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ - იმნაძე

22 მარ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარება განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. შეხვედრას სამედიცინო სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში არის მაჩვენებლების ზრდა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში სიტუაცია კონტროლირებადია. 

„ჩვენ გვაქვს ინფექციის 54 შემთხვევა - ვიცნობთ ყველას წარმომავლობას, ვაკონტროლებთ მათ კონტაქტებს და მიმდინარეობს კვლევა ბოლო ხუთი შემთხვევისა. აქედან სამია ლუგარის ცენტრში, ერთი ბათუმმა დააფიქსირა, ერთი კი ინფექციურმა საავადმყოფომ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება და სახლში დარჩენა.

„სოციალური დისტანცირება - ეს უნდა გააკეთოს ყველამ, დარჩით სახლში - ესაა, რაც უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ", - აცხადებს პაატა იმნაძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ წესები უნდა გავრცელდეს ყველაზე. მისივე თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება.

კორონა ხიფათს წარმოადგენს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, ამიტომ წესი ვრცელდება ყველაზე. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და სხვებს. კონსულტაციები გაგრძელდება ყველასთან, ვისაც დასჭირდება დამატებითი კონსულტაციები და ექნება კითხვები", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გასტანს.


close დახურვა