logo
ENG



დარჩით ფორმულაზე - ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

21 მარ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 
7ebt7twl4go5dfq.png

კორონავირუსმა საზოგადეობრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა. დახურული საზოგადოებრივი და ბიზნეს-ობიექტები, შეზღუდვები გადაადგილებაზე და მოწოდება, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად ისმის - დარჩით სახლში! თუმცა ჟურნალისტობა ის პროფესიაა, რომლის წარმომადგენლებსაც ახლა გაათმაგებული მუშაობა უწევთ, რათა მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ.

ტელეკომპანია "ფორმულამ", არსებული გამოწვევების პასუხად საეთერო ბადეში ცვლილებები შეიტანა. ეთერში რამდენიმე ახალი გადაცემა გავა და მაყურებელი კორონავირუსის შესახებ მრავალმხრივ ინფორმაციას მიიღებს. ვირუსმა ტელეკომპანიის თანამშრომლების მუშაობის სტილიც შეცვალა და ახლა უსაფრთხოების გამკაცრებული სტანდარტების დაცვა გვიწევს. 

დაცარიელებული ქალაქი, შემცირებული ტრანსპორტი, დაკეტილი მაღაზიები და ობიექტები, ცარიელი აეროპორტი, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი, აკრძალვები და შეზღუდვებით ქვეყანა  საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მაშინ, როდესაც მსოფლიო და მათ შორის საქართველო კორონავირუსს ებრძვის, საგანგებო   რეჟიმის გავრცელება თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა არის პროფესიები,  რომლის წარმომადგენლები ასეთ რთულ მოცემულობაშიც სრული დატვირთვით მუშაობენ. 

ტელეკომპანია "ფორმულა" თქვენთვის საგანგებო რეჟიმით აგრძელებს მუშაობას, მათთვის, ვინც თვითიზოლაციაშია, კარანტინშია და მუშაობს, რათა თქვენ გაიგოთ ყველაფერი, რაც საქართველოში და მსოფლიოში ხდება. 

სამედიცინო სფეროს სპეციალისტების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ტელეკომპანია "ფორმულას" დღის წესრიგი და მუშაობის სტილი შეეცვალა, შემუშავდა ახალი რეგულაციები.  

საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური ტოქშოუების პარალელურად, ეთერში უკვე გადის გადაცემა "კოვიდ-19", რომელიც მთლიანად კორონავირუსის თემას ეთმობა. 23 მარტიდან ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ ახალ რეალობას დავით ქაშიაშვილიც შეუერთდა, გადაცემით „თვითიზოლაციაში".  

"ფორმულა" კიდევ ერთ საინტერესო გადაცემას შემოგთავაზებთ ბაია დვალიშვილთან ერთად. 

ყველაზე აქტუალური ქართული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ჯგუფი თქვენთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ სპეციალურ სერიებს გადაიღებს. "ჩემი ცოლის დაქალები" "ფორმულას" ეთერში სულ მალე გამოჩნდება. 

საგანგებო რეჟიმის გასამარტივებლად ინფორმაციის მიღება "ფორმულას" სოციალურ ქსელსა და ვებრესურსებზეც შეგეძლებათ - დარჩით "ფორმულაზე", სადაც სანდო და საინტერესო გადაცემები გელოდებათ. 


close დახურვა