logo
ENG



დასავლეთ საქართველოში არასრულწლოვანმა იმშობიარა - გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

05 თებ 202415:59
3 წუთის საკითხავი
clock 4666
2024/02/05/udt954etpc7shsa.jpg

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კაცს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

არსებული ინფორმაციით, 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. რადიო თავისუფლების ცნობით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, თუმცა ნაყოფი დაიღუპა. გამოცემის ცნობითვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოზარდმა კლინიკა დღეს, 5 თებერვალს დატოვა. 

 

close დახურვა