logo
ENG



დასავლეთში რუსი ელიტების ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნა

17 მარ 202209:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/dfgo6a8bo3yed2n.jpg
European Commission

აშშ-მ შექმნა საერთაშორისო ჯგუფი რუსი ელიტების დასავლეთში ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა გუშინ ონლაინ შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, რათა ამოქმედდეს რუსული ელიტებს, რუსეთის წარმომადგენლების და ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფი (REPO).

ჯგუფი მოიცავს წარმომადგენლებს ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ევროკომისიიდან და აშშ-ის სახელმწიფო ხაზინიდან.

სპეციალურ ჯგუფში შედის თითოეული წევრი ქვეყნის იურისდიქციაში არსებული ფინანსთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. თითოეული მათგანი სხვებთან თანამშრომლობით შეეძლება შეაგროვოს და ერთმანეთს გაუზიაროს ინფორმაცია, გადადგას კონკრეტულ ნაბიჯები, მათ შორის სანქციები დაუწესოს, გაყინოს და ყადაღა დაადოს ქონებას და სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადოს რუს ოლიგარქებსა და ელიტებზე.

„ჩვენმა სანქციებმა, ვაჭრობაზე შეზღუდვებმა და სხვა ზომებმა უკვე დაუწესა მნიშვნელოვანი ხარჯები რუსეთს, მის ხელისუფლებას და მათ ვინც დაუშვა პუტინის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში.

ეს მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფი კიდევ უფრო გაზრდის ამ ფასს, გაერთიანებული ძალისხმევების გამყარებით რათა გაყინოს და ყადაღა დაადოს იმ ინდივიდების ქონებას მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა იურისდიქციაში და უარი უთხრას უსაფრთხო თავშესაფარზე მათ უკანონოდ მოპოვებულ ქონებას“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

REPO-ს სპეციალურმა ჯგუფმა განიხილა მოქმედების ეფექტური გზები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჯგუფის ძალების გაერთიანება და რუსეთისთვის კოლექტიური ფინანსური სანქციების დაწესება, ისევე როგორც ურთიერთდახმარება თითოეული ქვეყნის იურისდიქციაში სამიზნე აქტივების აღმოჩენასა და გაყინვაში.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მსოფლიოს გარშემო გავყინოთ და ყადაღა დავადოთ სანქცირებული რუსი ოლიგარქების ქონებას.

ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას რათა გადავდგათ ყველა კონკრეტული ნაბიჯი მათ წინააღმდეგ, ვისი კრიმინალური ქმედებებიც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უკრაინის წინააღმდეგ უსამართლო ომი გაგრძელდეს“ - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა


close დახურვა