მინიმუმ 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი 2022 წელს, ასეთია პრემიერის გეგმა უმუშევრობის დასამარცხებლად. ღარიბაშვილის ეს ინიციატივა ნამდვილად კარგად ჟღერს, ოღონდ სამწუხაროდ მხოლოდ კარგად ჟღერს და თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ დადებითზე მეტ პრობლემას აღმოვაჩენთ. თავად პროგრამა რთული შესაფასებელია, რადგანაც დეტალების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მხოლოდ ის გვითხრა, რომ დასაქმების პროგრამით სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ და შემწეობასთან ერთად სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარსაც მიიღებენ.
დასაქმების პოლიტიკა - დროება
20 თებ 202220:49
3 წუთის საკითხავი