ქართული ოცნების კანონპროექტი, რომელიც პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებებს ითვალისწინებს, ოპოზიციის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ლეიბორისტული პარტია, რომელიც ბოიკოტს ინარჩუნებს, სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩება. ინიციატივას ოპოზიცია აკრიტიკებს, მაგრამ უმრავლესობამ პროექტი მეორე მოსმენაზეც გაიტანა. ხელისუფლება არც ვენეციის კომისიისა და დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებებს ითვალისწინებს. კანონპროექტში სხვა არა ერთი სადავო მუხლია, რომელიც ოპოზიციას არადემოკრატიულად მიაჩნია.
დასჯა ბოიკოტის გამო - ლეიბორისტული პარტია შესაძლოა, დაფინანსების გარეშე დარჩეს
10 ივნ 202120:26
3 წუთის საკითხავი