logo
ENG



დაუსჯელი ძალადობა

18 სექ 202320:25
3 წუთის საკითხავი
 

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის სასამართლო პროცესმაც აზრი დაკარგა. დაზარალებული სხდომებს არ დაესწრება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე ისე წაიღო სასამართლოში, არაფერი გამოიძია. ამ სტრუქტურის ფუნქცია იმით შემოიფარგლა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საჭირო დასკვნა დაეწერა. სასამართლო პროცესი მხოლოდ ერთადერთი დაკავებული შემსრულებლის ნიკოლოზ გუგეშაშვილის გარშემო ჩატარდება. არადა ორგანიზებული დანაშაული სუს-ის თანამშრომლების მონაწილეობით მოხდა. ჟურნალისტურმა გამოძიებამ ფაქტებით დაადასტურა, რომ თავდასხმა დაგეგმილი და შეკვეთილი იყო.


close დახურვა