logo
ENG



დაუცველი დამცველები - რატომ მიატოვა მთავრობამ სოციალური მუშაკები

24 მაი 202019:57
3 წუთის საკითხავი
 

რამდენად განსხვავდება მმართველი ელიტის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან? - ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ბევრ სფეროშია შესაძლებელი, თუმცა არის ერთი სფერო, რომელიც მართლაც ბევრ რამეზე მიუთითებს. მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ შეცვლილ კონსტიტუციაში ცალკე მუხლი გააჩინა, სადაც ქართული სახელმწიფოს სოციალურად ორიენტირებულობაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.

თუკი საქართველოს თანამედროვე სოციალური კეთილდღეობის ქვეყნად მოვიაზრებთ, მაშინ სოციალური მუშაკი სწორედ ის პროფესიაა, რომელსაც ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.

სოციალური მუშაკების როლს ყველაზე კარგად სოციალურად დაუცველი ფენები ხედავენ, რადგან ისინი ჩვენს ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანაში  გადარჩენის რისკის წინაშე არაერთხელ მდგარან და სწორედ სოც. მუშაკის დახმარებით უხსნიათ თავი და ოჯახის წევრები.  

„დამალული ჩემპიონები“ - სწორედ ასე მოიხსენიებენ გერმანიაში სოციალურ მუშაკებს, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წოდება აქვთ, ჩვენთან კი მათ, დაუფასებელი შრომისა და დღემდე მოუგვარებელი სამუშაო პირობების გამო, "სხვათა დაუცველ დამცველებად" ვიცნობთ. 


close დახურვა