logo
ENG



დაფინანსებას 14 პარტიის ნაცვლად 12 მიიღებს - ცესკომ განკარგულება გამოსცა

11 დეკ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/11/afu1mntjdbk88n2.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარგულების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსება 14 პარტიას უნდა მიეღო, თუმცა რადგან ალეკო ელისაშვილის პარტიამ - მოქალაქეები და გირჩმა შესაბამისი განცხადებით ცესკო-ს არ მიმართეს, დაფინანსებას მხოლოდ 12 კვალიიციური სუბიექტი მიიღებს. 

დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსების მიღებას ოპოზიციურ პარტიებში ამაზე მსჯელობა შედგა. პარტიების ნაწილი თავიდან დაფინანსების მიღებაზე უარს ამბობდა, თუმცა მოგვიანებით საკითხი გადაიხედა. ისინი მიიჩნევენ, რომ იმისთვის, რათა პარტიებმა ფუნქციონირება შეძლონ, დაფინანსებაზე უარი არ უნდა თქვან, ვინაიდან ბიუჯეტიც სწორედ მოქალაქეების გადასახადებისგან ივსება და რომ ეს არ არის ქართული ოცნების ფული. 


close დახურვა