ფეხით გავლილი ოცი კილომეტრი, - საპროტესტო აქცია ზეღდულეთიდან გორამდე. მერიის შენობასთან მსვლელობით ჩასულ აქციის მონაწილეებს მერი არც კი შეხვდა, - ადგილობრივები გასხვისებული საძოვრების უკან დაბრუნებას ითხოვენ. ოცნება წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, მაგრამ მოსახლეობამ შეახსენა ჩინოვნიკებს, რომ წინასაარჩევნოდ ოცნება ნაკვეთების გადაცემას დაჰპირდა - პირობა დარღვეულია. სასამართლოს საქმეა და ვერ ჩავერევით - ამტკიცებს ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ მოსახლეობა ამ პასუხით აღარ ტყუვდება.