პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა განაგრძობს. ორთვიანი პაუზის შემდეგ, კიევის მეტრომ დღეს მუშაობა განაახლა, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
დღეიდან ბარები, რესტორნები და სასტუმროები იხსნება ჩეხეთში. პირბადეების ტარება კი მხოლოდ შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვის კლების გამო შეზღუდვების გარკვეულ ნაწილს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში ხსნის იაპონიაც.
სასწავლო პროცესი განახლდა ავსტრალიის ყველაზე დიდ შტატში. ახალ სამხრეთ უელსში მოსწავლეები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. 1-ლი ივნისიდან სკოლების ნაწილი იხსნება დიდ ბრიტანეთშიც.