"სააკაშვილის ჭამის" კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მაშინ გაავრცელა, როცა რუსთავის მე-12 ციხესთან, მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობდა. ციხის განაწესის მიხედვით, სამარტოო საკანში მყოფი პატიმარი საკვებს იღებს მხოლოდ საკუთარ საკანში, მინერალების შემცველი კონკრეტული ფაფები ციხეში არ იყიდება და რომც მოენდომებინა სააკაშვილი ვერ იყიდდა. უფრო მეტიც, სახალხო დამცველის მოადგილე თავად სააკაშვილზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მინერალების შემცველი დანამატების მიღებაში პატიმარი სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების უფროსმა თამთა დემურიშვილმა დაარწმუნა, დაარწმუნა იმაშიც, რომ ასეთი ტიპის დანამატების მიღება, შიმშილობის დარღვევად არ ითვლებოდა. უფრო მეტი ნახეთ - დროებაში.
დაწუნებული შიმშილობა - დროება
07 ნოე 202120:04
3 წუთის საკითხავი