რიჟვაძე ბათუმში პალმის კუნძულის მოწყობას აპირებს, მაგრამ მანამდე ზღვისპირა ქალაქში სანაპირო ზოლიც ვერ გამაგრდა. რეაბილიტირებულ ბულვარში სარფსა და ბათუმში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ნაპირსამაგრი სამუშაოები კი უხარისხო აღმოჩნდა. ეს ვიზუალურადაც ადვილად მისახვედრია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ირწმუნება, რომ დაზიანებული ტერიტორია პროექტში არ შედის. ოპოზიცია გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ზუსტად ამ ფონზე გუშინ საზღვაო სეზონი გაიხსნა. დაზიანების გამო ჯამში ორკილომეტრიანი ზოლი ტურისტებს ვერ მიიღებს.
დახარჯული მილიონები და მოუმზადებელი საზღვაო სეზონი
16 ივნ 202220:49
3 წუთის საკითხავი